შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ყვავილთა სილამაზე

ყველა ყვავილი ლამაზია ველის თუ ბაღის,
ზოგს სურნელებით გაუმართლა, ზოგს სილამაზით,
მაგრამ ვარდია დედოფალი, რჩეული ბაღის,
ვარდის თაიგულს სილამაზე აქვს თავად ქალის.

ყვავილებისთვის დედოფალის გვაქვს ორი ტახტი,
ერთს ვარდი იჭერს და მეორეს ყაყაჩო ნაზი,
ის მშვენებაა, დედოფალი მინდვრის და ყანის,
სათნო, მშვენებით შესადარი უნაზეს ქალის.

გვირილა-გამძლე,, ფესვ გამდგარი სამშვენი ველის,
შეყვარებულთა გასათვლელი თუ ვის რა ელის,
ვერ იამაყებს სურნელებით, თუმცა სიმშვენით
ამ ველის ყვავილს თეთრი კაბა რარიგად შვენის.

ია-ყვავილი უშიშარი ყინვის და ქარის,
გამძლე, მებრძოლი, თან საოცრად ლამაზიც ნაზიც,
კეთილსურნელით მათრობელი, ვით მორცხვი ქალი,
ასეთი არის სილამაზე ყვავილთა დასის.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →