შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ენდე გაუხსენი გრძნობებს გზა სავალი

ენდე, გაუხსენი გრძნობებს გზა სავალი,
ჩარჩო დაამსხვრიე, ჰპოვე დანაკარგი,
დატკბი ამ მიწის და ზეცის ზიარებით
და თქვი რომ სიცოცხლის ტკბობით იარები.

სუნი სველი მიწის თუ არ ჩაისუნთქე,
მუხის შრიალმა თუ აღარ აგაღელვა,
ფერი ბროწეულის თუ ვერ შეიგრძენი,
მერცხლის ჭიკჭიკმა თუ სულში არ ჩაგხედა.

რაა მაშ სიცოცხლე? რისთვის იარები?
ბულბულს დაესესხე გრძნობის ზიარებით,
დარდს არ დაემონო, დახშე იარები,
ფიქრს მიეცი ნება მზესთან ზიარების.

შვებით შეეგებე ცის მღიმრ ალიონს,
დატკბი ცისარტყელის ლამაზი ფერებით,
ფერებს მიეფერე ზღვაში ჩამავალ მზის,
იგრძენ ნეტარება ღვთიურ ფერთა ფერის.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →