შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დილა ლამაზად გათენებული

მცხუნვარე დღეები, ასფალტის ბუღი,
ზაფხულის წვიმა და მიწის სუნი.
შაშვის გალობით დამტკბარი სმენა,
მერცხლის ჭიკჭიკით გახსნილი გული.
მამლის ყივილი და ალიონზე
დილამშვიდობის მგზავრისგან თქმული.
აი რად მიყვარს დედაბუნების
დილა ლამაზად გათენებული.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →