შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყაზბეგი

ყაზბეგის მთები ოცნებად მექცა
შორით ვიხილე მისი მშვენება,
მთად მიმავალი თეთრი ზოლები
ცხვრების უწყვეტი მთისაკენ დენა.

მთის სილამაზემ მიჯაჭვა იცის,
ნახავ და შემდეგ მკერდზე გიზიდავს,
გულში ჩაგიკრავს ვით დაკარგულ შვილს
და მონატრების გრძნობები გიტანს.

აქ ზეცა მთის წვერს ეალერსება,
ღრუბლები მწვერვალს მუხამბაზს უძღვნის,
მჭიდროდ შეკრულან დიადი მთები
და თითქოს ქვეყნის ჰანგებით მღერის.

აქ სიდიადეს მოგვითხრობს ნისლი
და სალოცავი მთად აზიდულა,
ცასა და მიწას შორის ერთობა
აქ თვალსაჩინოდ გამეფებულა.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →