შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რთველი

ვაზმა დაიბერტყა გრეხილი ტოტები
და თავის ნაყოფი მშრომელ ხელს გადასცა,
ქარვესფერ მტევნებით აივსო გოდრები,
მარანში საწნახელს დაეტყო ბარაქა.

ამღერდა ქვევრებში ჩუხჩუხა მაჭარი,
ქვაბებში თუხთუხებს ცხელ-ცხელი თათარა,
კაკალმა მოძებნა ლამაზი თოკები,
ხარიხა ჩურჩხელის მძივებმა დახატა.

პალიტრა შეივსო ღვთუირი ფერებით,
ფოთლებზე ფერადი ფერები დაღვარა
და ასე ფუსფუსით, საქმით დატვირთულმა,
რთველმა ოქტომბერის დღეები ათვალა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →