შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მენატრები...

მენატრები, უსაშველოდ მენატრები,
ვერ ვერევი ამ დიდ სულის ტანჯვას,
უშენობით გადაღლილი გული მტკივა,
დავდივარ და სულით სევდა დამაქვს.

ფრთამოტეხილ თეთრ თოლიას ვემსგავსები,
ცრემლები რომ უსახსოვრა შავ ზღვას.
მენატრები, უსაშველოდ მენატრები,
ძნელი არის უშენობის განცდა.

თამარ გელაშვილი 16.02.2026
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →