შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

არასოდეს განიკითხო

არასოდეს განიკითხო სხვისი ცოდვის სიმრავლე,
განკითხვისთვის შენს ცოდვაზე ცოდვას ნუ დაიმატებ.

სიყვარული გაეცი და ნუ მოელი სხვისგან ბევრს,
როცა გაჭირვებულს ხედავ თანაგრძნობა ისწავლე.

შენი შრომით ყველაფერი გამოგივა იწამე,
არ ინდომო განდიდება თუ მრუდ საქმეს მიადექ.

თუ გინდა რომ გეპატიოს სინანული ისწავლე,
სიკეთის ქმნით თუ საზრდოობ, სამოთხის გზას მიაკვლევ.

როცა საწუთროდან გავალთ რა დაგვრჩება მიწაზე,
კარგი სიტყვა მოგონების, კარგის მთქმელის სიმრავლე.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →