შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დალოცვა

სიბერეში სარკისათვის ბედნიერად ჩაგეხედოს,
დილის მადლი აგყოლოდეს ტკბილი სიტყვით დაგელოცოს,
მზის ჩასვლისას სახვალიო იმედებით შვება გეგრძნოს,
ღვთის დიდება შენს კერაზე ჩაუქრობელ სანთლად ენთოს.

სხვისი ლხინის მოზიარეს სიხარულის განცდა გერგოს,
შვილებისგან დაფასებით სიხარული ბევრჯერ გეგრძნოს,
შვილიშვილთა ხსენებაზე თვალში ნაპერწკლები გენთოს,
შევერცხლილი სიბერისთვის მზის ჩასვლაც კი დაგელოცოს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →