შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დღეს თუ ხვალ

მოდი, დღეს ერთმანეთს ჩავჭიდოთ ხელები,
მომავლის იმედით გავხედოთ გზას,
მოდი, დღეს ვაკეთოთ დღეის საქმეები,
წინასწარ ნუ განვსჯით ხვალინდელ დარს.

მოდი, გავაოცოთ სამყარო სიკეთით,
ნუ დაელოდები ვიღაცა სხვას,
მოდი, რომ შენს მარჯვენს ლოცავდეს გამვლელი,
ხვალ ხვალემ იზრუნოს, ხვალისა თქვას.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →