შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რაჭა ჩვენი ტკივილი

მთის ცრემლი ზღვად იქცა, მრისხანედ იქუხა,
წაშალა სამოთხე წარღვნამ,
მწუხარე დღეებმა დახურა გულები,
რამდენი სიცოცხლე ჩაქრა.

ოხვრა და გოდება ცრემლგამშრალ დედების,
ღრიალი მამათა, ძმათა,
წალკოტი რომელიც გასწირა სამყარომ
აქცია ცოდვიან ლაფად.

ბუნების მშვენებით რჩეულზე რჩეულო,
ტკივილად ქცეულო რაჭავ,
რა ვუთხრა შენს შვილებს სიტყვას ვერ ვპოულობ,
მთის კალთებს რა რისხვა აჰყვათ?

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →