შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ჩვენი თაობის გმირები

დღეს სხვა თაობის ეპოქა დადგა,
დღეს სხვა გმირების დაგვიდგა ხანა:
არჩილ, გიორგი, ილია, ზაზა,
თამაზ, მალხაზი, როსტომ და კახა.
მათი სახელი თაობებს დარჩა.

დღეს სხვა გმირების შევამკობთ საფლავს,
ტამიშის, გაგრის, შინდისელ ძმათა,
მათ სახელებზე მოვყვებით ამბავს,
როგორც მებრძოლ და უშიშარ კაცთა.
დღეს სხვა გმირების დაგვიდგა ხანა.

არ დაგვიკარგავს იმედი, არა,
რომ აფხაზეთში ჩვენ ისევ წავალთ,
რომ სამაჩაბლოს მავთულხლართები
აღარ ეკვრება გარშემო საზღვრად.
დღეს სხვა გმირების ეპოქა დადგა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →