შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სამშობლოს ცის მოტრფიალეს

ამ ხედებს თვალს რომ შევავლებ
გული სიამით მევსება,
მთები სალაშქროდ მიწვევენ
ბუნებით ტკბობას მპირდება.

კლდიდან მომწყდარი ჩანჩქერი
მდინარეს ედუდუნება,
წყარო ბაგეებს მიკოცნის,
პირის მოხსნა არ მინდება.

ველად ყაყაჩო ქარს იწვევს,
მშვენებით ედიდგულება,
ამ სილამაზის შემყურეს
კაცს სისხლი აგიდუღდება.

სამშობლოს ცის მოტრფიალეს
მასზე ლექსის თქმა მწყურდება,
სიცოცხე მელამაზება
და ასწილ მეტად მინდება.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →