შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემს ბაღში

ჩემს ბაღში ველურ ყვავილსაც
ჩემთვის ბაღნარის ფასი აქვს,
ისე ამაყად მიყურებს
თითქოს სურნელით ვარდია.

ჩემს სახლ-კარს ჩემი ხმა მესმის,
წუთებს მახსენებს მადლიანს,
მოგონებები მიხმობენ,
კედლებს სიცოცხლე ატყვიათ.

ეზოვ ცოცხალო ხმიანო,
ჩიტებს მოუხმე ხმამზიანს,
შაშვის გალობით დაგვატკბე
ამ სახლის ბინადარნია.

სახლო სულ უნდა იხარო
შენთან სიბერე მწადია,
შენგან როდესაც შორსავარ
წუთები ნატვრით გადიან.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →