შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ყინვა და გაზაფხული

ადრიანი გაზაფხული გვეწვიაო,
იმღერიან და ხარობენ ტყემლები.
ჯერ ჩემი დრო ასე შორს არ წასულაო,
იმუქრება ყინვა თვალის ცეცებით.

დაუქროლა საპატარძლოდ გამოწყობილს,
თეთრ გვირგვინზე წააყარა ფერფლები,
მზემ შერისხა, თუ ძალა გაქვს მე მებრძოლე,
მე მომხვიე ეგ ბოროტი ხელები.

ჩამოეხსნა თეთრ ყვავილებს ყინვის ფარდა,
სადღაც გაქრა უფეული ფერებით,
მზემ ხეს თავის თბილი სიტყვა უწილადა,
სურნელებით დაატკბეო ტყე-ველი.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →