შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის ხიბლი

შეფერილა ღვინობის თვე ქარვის ფერით,
მთის ფერდობებს ჩაუცვიათ ჭრელი კაბა,
შემხედეთო გაიძახის ნეკერჩხალი,
არვინაა მოხდენილი ჩემისთანა.

ოქროსფერი დატყობია ჩალის ღერებს,
კაკლის ძირას გამართულა დიდი ლხინი,
ხეზე წითლად მოელვარე ბროწეული
თავს იწონებს ლალისფერი კოხტა მძივით.

თავმომწონედ იმზირება რქაწითელი,
ვაზის ძირებს დაუხრია თავი დაბლა,
დიდი პაპის ხელით გათლილ საწნახლიდან
დალოცვილი ყურძნის წვენიც დაიღვარა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →