შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არჩევანი

როცა არჩევანს შენით მიიღებ
უნდა დაუდგე მცველად,
ფიქრშიც არასდროს უნდა დაუშვა
მარცხი ჩათვალო ბედად.

შენი თვალებით სამყაროს ხედვას
ვერ შეძლებს ვერვინ ქვეყნად,
ვერ დაინახავს გულწრფელ სურვილებს,
ვერ გამოჰყვება შენს გზას.

სხვას ვერასოდეს ვერ დაანახებ
შენში დამარხულ სევდას,
მხოლოდ წარსულმა იცის შენს სკივრში
რა მოგონებებს ხედავ.

სხვას ნურასოდეს ნუ დაანებებ
შენგან დასაპყრობ მწვერვალს,
მიზნის მიღწევას ხიბლი მაშინ აქვს,
როცა შენს შედეგს ხედავ.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →