შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სამყარო ჩემი და შენია

ნუ მოჭრი, ნუ დაყრი, უფრთხილდი,
ბუნებას სიცოცხლისფერიანს,
დავრგოთ და ვახაროთ ნერგები,
სამყარო ჩემი და შენია!

თუ კი არ დაიცავ ნუ მოსპობ,
ნუ გაჩეხ წალკოტს და ლელიანს,
ბუნება როგორ არ გაღელვებს,
სამყარო შენი და ჩემია!

როდესაც შევხედავთ ბინძურად
ხელი შევაშველოთ ჩვენიანს,
ვამშვენოთ ლამაზი გარემო,
სამყარო ჩემი და შენია!
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →