შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

დედოფლობის დარი

დედოფლობის დარი უდგათ ტყემლებს,
ფუტკრებისთვის რთველის ხანა დადგა,
ჩიტ ნიბლიას მოუწყვია ბუდე
და გვიგალობს გაზაფხულის ზღაპარს.

სიფერადე დასტყობია ტყე-ველს,
ჭრელ-ჭრელ პეპლებს ქორწილი აქვთ ბარად,
ჭიანჭველებს მოუნახავთ საქმე,
ზურგზე ტვირთით იჩქარიან სადღაც.

დღეს მერცხალმაც გაიკეთა ბუდე,
მთელი დღეა ეზიდება ტალახს,
მხიარულად ჭიკჭიკებენ ირგვლივ,
გაზაფხული მოსულაო მართლაც.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →