შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბედისწერავ დამაცადე

რა ტკბილია მოგონება,
რეალობა ცხადია,
გაფრენილა დღენი სწრაფად,
წლები შემომპარვია.

არ მინდიხარ ჯერ სიბერევ,
გული ჯერ არ დამღლია,
დარი ისევ მიხარია,
ღამეს ვეტრფი მთვარიანს.

ხოდა სანამ სულში მზეა,
სანამ გულში დარია,
ბედისწერავ დამაცადე
ხვალის დღე მიხარია.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →