შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ასე ლამაზია ჩვენში გაზაფხული

ასე ლამაზია ჩვენში გაზაფხული
ქარი გვირგვინად წნავს გვირილებს,
თვალი მოუჭუტავს ცისფერ კესანეებს
თუ არ მიეფერე იტირებს.

ასე ლამაზია ჩვენში გაზაფხული
ნაძვი გირჩებს უწვდის ცელქ ციყვებს,
აკაციის ხეებს ცაცხვი ეჯიბრება
ვინ უფრო მეტ ფუტკარს ისტუმრებს.

ასე ლამაზია ჩვენში გაზაფხული
ჭალას ქორწილი აქვთ ტირიფებს,
ტკბილი ვარდობის თვეც თავდაჯერებული
ბაღში სუნით იწვევს ბულბულებს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →