შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბუნება იღვიძებს

იამინდა მარტის დილამ
შემოიძრო ჩოხა.
ყოჩივარდამ დაიძახა,
ეს ზამთარიც მორჩა.
კაბაჭრელამ ჭრელი კაბა
გაისწორა მორცხვად,
იებმა და ენძელებმა
მთის ფერდობი მორთა.
ფირისულა თავს იწონებს
ეს რა ფერი მმოსავს,
მარტის დილა იღიმება,
თან გაზაფხულს ლოცავს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →