შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მამის გახსენება

როცა ფიქრში ძიება მაქვს
იდეალი კაცის,
ჩემს თველებში აენთება
მოგონება მამის,
გაცოცხლდება ყოველი დღე
მასთან ყოფნის წამის,
ყველგან ძებნა ისტორიის
და ძიება ახლის.
ჩუქურთმებში მადლის ძებნა
და რითმების კვალი,
მასში იყო ბუნებისგან
ტკბობა ყველა კადრით.
ჩემში მისი ხასიათის
როცა ჩნდება ლანდი,
მიხარია, გულში ვამბობ,
გენით ჩემთან არის.
მადლიერი დავალ ქვეყნად
გარდასული ჟამის,
მამა მყავდა მე ამ ქვეყნად,
იდეალი კაცის.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →