შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცხოვრების სავალზე

ცხოვრების სავალზე ბევრია სიყალბე,
ვითომდა კეთილის მსურველთა არმია,
თუ ბედმა გიმტყუნა მოკითხვა ერთის და
განკითხვა ათასი “მოკეთის” საქმეა.

ყველას გვაქვს დარდის და ღიმილის დღეები,
ცხოვრების აღმართი არც ისე ლაღია,
დაცემულს არ მისცე დაკარგვის უფლება,
ეს მართლაც ნამდვილი მოკეთის საქმეა.

წაქცეულს ზურგიდან როდესაც ქვას ესვრი
არც ისე კარგი და ლამაზი რამეა,
მერე რა სადღაც თუ დღეს წაიფორხილა,
ხვალ იმედს აჩუქებს ცხოვრების განთიადს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →