შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყვავილების დრო

ხარისთვალამ თეთრ ფიფქებთან გააჩაღა ბრძოლა,
აღარ გვინდა მეტი ძილი, გაგვეცალეთ მორჩა,
თეთრყვავილამ დაიძახა ყვავილობის დროა,
კვალში მომდევს ყოჩივარდის უთვალავი გროვა.

ფირუსულაც ფერად სამოსს მოისხამს და მოვა,
კაბაჭრელამ კაბის კალთა აიკეცა კოხტად,
მეგობრები მოიკითხა მიესალმა მორცხვად,
დაიძახეს, ჩვენ შევკერავთ მიწისათვის კოფთას,

ია სურნელს დააპკურებს კეთილსურნელოვანს,
მზე გვაჩუქებს თბილ-თბილ დღეებს,
ტყისპირს მწვანეთ მოვრთავთ,
ყველა ერთად მოგილოცავთ გაზაფხულის მოსვლას.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →