შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სახლის კედლებს არაფერი ავიწყდებათ

სახლის კედლებს არაფერი ავიწყდებათ,
ინახავენ მოგონებებს შევერცხლილს,
რამდენ კარგ და ლამაზ წუთებს ჩაუვლია
რამდენ სევდას უტირია ცრემლებით.

სახლის კედლებს ნაოჭები გასჩენია,
მაგრამ მაინც თავს იმხნევებს მშვენებით,
თაობების ნაბიჯები დაუთვლია
იავნანაც შეუნახავს დედების.

სახლის კედლებს არასოდეს ავიწყდებათ,
ის მოწმეა ჭრელაჭრულა დღეების,
ბავშვობიდან სიბერემდე მოგიყვებათ
უხმოდ ნათქვამ მოგონებებს ფერებით.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →