შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქვეყანა ჩაძირა ბოღმამ და შურმა

ქვეყანა ჩაძირა ბოღმამ და შურმა,
ვინც მეტი იშოვა ხვალ მეტი უნდა,
ქება და გვირგვინი მომხვეჭელს სურდა,
სადაა სიმართლე ვის რაში უნდა.

მდიდარი გადათვლის მათხოვრის ხურდას,
ვაებით შეგროვილ ცრემლიან ლუკმას,
ღარიბი მდიდრისგან ვერ იღებს ხურდას,
მას ისევ ღარიბი გაუყოფს ლუკმას.

მოკვდავთა სამყაროს წევრები დუმრან,
უკვდავნი უთვალავს ვერ ყოფენ ძმურად
დღეს ვერცხლის მშოვებელს ხვალ ოქრო უნდა
ქვეყანა დაამხო მდიდრების შურმა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →