შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

განსჯა

მაშინ როცა სხვის შვილს განსჯი
შენშიც დაინახე დედა,
და მიხვდები მისი ბრალი
როგორ უცებ მსუბუქდება.

ნუ ვიქნებით განმკითხავი,
შეცდომები ყველგან ხდება
და ბრალმდებლის მგლური თვალით
არ დავუწყოთ სხვის შვილს მზერა.

მიეფერე, უმეგობრე,
როცა მის მცდარ ნაბიჯს ხედავ,
ყოველ გამვლელს ნუ აცნობებ
შენს განზრახვებს თუნდაც ნებას.

სხვის თვალებში ბეწვის მძებნელს
თავის სიტყვა გზაზე ხვდება,
რასაც დასთეს იმას იმკი
ასე უთქვამს უწინ ბრძენ ხალხს.

სხვის შვილისთვის ის ისურვე
რაც შენს შვილზე გემეტება,
მაშინ იგრძნობ ეს სამყარო
როგორ გადასხვაფერდება.

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →