ჩანაწერი
Laravel
მოვა ლურჯთვალება გაზაფხული
მოვა ლურჯთვალება გაზაფხული,
იებს მოიყოლებს თვალ ჭყეტელას,
კვირტი იფეთქებს და ტყემლის ყვავილს
ფიფქის სადარ კაბას შეუკერავს.
მოვა მოგვიჩითავს ფერად ველებს,
მთა ბარს სიხალისე დაეტყობა,
ტყეშიც ამღერდება გაზაფხული,
ფრინველთ ჟრიამული ცას შესწვდება.
მოვა მჩქეფარე და არეული,
ჩანჩქერთ მელოდიაც აჟღერდება.
კლდეთა უფერული კალთებიც კი
შვიდფერ ცისარტყელას ეცეკვება.
თამარ გელაშვილი
იებს მოიყოლებს თვალ ჭყეტელას,
კვირტი იფეთქებს და ტყემლის ყვავილს
ფიფქის სადარ კაბას შეუკერავს.
მოვა მოგვიჩითავს ფერად ველებს,
მთა ბარს სიხალისე დაეტყობა,
ტყეშიც ამღერდება გაზაფხული,
ფრინველთ ჟრიამული ცას შესწვდება.
მოვა მჩქეფარე და არეული,
ჩანჩქერთ მელოდიაც აჟღერდება.
კლდეთა უფერული კალთებიც კი
შვიდფერ ცისარტყელას ეცეკვება.
თამარ გელაშვილი
Laravel
კომენტარი
0