შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა ხდება სხვისი ჭირი ღობის ჩხირის სადარი

როცა ხდება სხვისი ჭირი
ღობის ჩხირის სადარი
მაშინ შენი ვაჟკაცობა
ალბათ ხვდები სად არის?
საქმით არ გთხოვთ ივაჟკაცო
ოღონდ სიტყვით იკაცე
და თუ ეგ არ შეგიძლია
პირზე ხელი იტაცე.
მეგობრისთვის გვერდში დგომა
ეს ვაჟკაცის წესია,
არვინ არ გთხოვს იყო გმირი,
ეს რჩეულთა ხვედრია.
ჩვენ ბევრი გვყავს სულით გმირი,
სიტყვით, საქმით მაგარი,
მტერს რომ მტრულად დაუხვდება
მტკიცე კედლის სადარი..
როცა ხდება სხვისი ჭირი
ღობის ჩხირის სადარი
მაშინ შენი ვაჟკაცობა
ალბათ ხვდები სად არის?

თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →