შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სული ზეიმობს როცა...

გაუნაწილე სიხარული ფიქრით დაზაფრულს,
გაუფერადე ნისლისფერი სნეულს დატანჯულს,
გაულამაზე შემოდგომა შრომით დაღალულს,
გაუიმედე ყველა დილა იმედგაფანტულს.

გაუიოლე მძიმე დარდი სევდით დანაცრულს,
გაუცისკროვნე მომავალი რწმენა დაკარგულს,
გაუღიმილე, გაუხარე გული დაჩაგრულს,
სული ზეიმობს როცა შვებას სხვისი შველით გრძნობ.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →