შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სევდიანი მონატრება

დღეს სევდიანი მონატრება გქვიათ წარსულის,
მწუხრის დღეებმა თითო თითოდ ტოტები ტეხა,
მოგონებების დამიტოვა მძიმე ზარდახშა,
სისხლი დარდებით გადაივსო გულს ეცრემლება.

დღეს სევდიანი მონატრება გქვიათ სახელად,
მაგრამ ამ სახელს სახელი აქვს კარგი წარსულის,
მეამაყებით უკვე წარსულ დღეთა კვალიდან,
თავს შემახსენებთ მოგონების დღეთა ლანდებით.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →