შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ჩემი კუთხე

ჩემი კუთხე სამოთხეთა
სამოთხეთა შორის,
აქ მგოსნების საუფლოა,
სიტყვა ლექსად მოდის.
ჩემი კუთხე განთქმულია
სტუმარ-მასპინძლობით,
მიმავალი სტუმრის გზაც კი
სადღეგრძელოდ მოდის
ჩემი კუთხე ცნობილია
თავის გულუხვობით
ვერც იაზრებ სუფრას ისე
მოგართმევენ ხონჩით
ჩემი კუთხე ბაღნარია
ყველა ბაღნარს შორის
აქ მგოსნების საუფლოა
სიტყვა ლექსად მოდის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →