შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წუთია წუთისოფელი

როცა დაფრინავ ვიღაც ამ დროს მიწაზე ხოხავს,
ვიღაც ხარხარებს და ვიღაცას ცრემლები სცვივა,
სადღაც პატარა პირველ სუნთქვას ეზიარება,
სადღაც ვიღაცას უკანასკნელ წუთებს უთვლიან.

ასე ყოფილა ეს სამყარო გამოუცნობი,
ასე აღმართ და დაღმართებით აქ ბევრს უვლია,
როცა ლხინის და ზეიმისთვის გიხმობს საწუთრო
დრო არ დაკარგო, წუთისოფელს ერთი წუთი აქვს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →