შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შენი იმედით გამაიმედე

შენში აცოცხლე იმედის ჩიტი,
ნუ შეშინდები დრომ თუ დაგღალა,
სანამ იმედი არსებობს გულში,
არასდროს არ თქვა მორჩა დამთავრდა.

იცოცხლებ მანამ, სანამ აცოცხლებ
შენში პატარა მნათობ ვარსკვლავებს,
დროის წამზომის შენ ხარ მმართველი,
წამი გაჩუქებს წუთებს მრავლის მთქმელს.

გულში იღიმის იმედის ჩიტი,
როცა სახეზე გატყობს მზაობას
იმედით ანთილ შენს თბილ თვალებში
ცოცხლობს ლამაზი ახალგაზრდობა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →