შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

დედის სამყარო

ზაფხულში მე შენთვის ზამთარი ვიქნები,
დამხუთველ სიცხეში შვება რომ მოგგვარო,
ზამთარში მზის სხივად შენს გვერდით მიგულე,
გაყინულ ხელებზე სითბოდ დაგეღვარო.
მინდა რომ სიკეთით აგივსო თვალები,
სამყარო ლამაზი ფერებით რომ ნახო,
მინდა დაბრკოლებას არასდროს დანებდე,
ცხოვრება შავ ფერში არასდროს დახატო.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →