შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

დამშვიდობება

ჩემში იცოცხლებ სანამ ვიცოცხლებ,
სულში დამრჩები ლამაზ სიზმრებად,
მოვეფერები შენს წარსულ დღეებს
და შენგან რჩენილ თბილ მოგონებას.

ჩემში იცოცხლებ სანამ ვიცოცხლებ,
სულში ვახარებ შენს მოგონებას
და მონატრების მძიმე წუთებთან
შენ დამიხვდები ისევ ნუგეშად.

შენთვის ვილოცებ სანამ ვიცოცხლებ,
შენს სულს ავუნთებ ლოცვას სანთლებად,
შენი ღიმილით ანთილი სახე
ჩემში იქნება ტკბილ მოგონებად.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →