შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მინდა ჩავეფლო თეთრ გვირილებში

მინდა ჩავეფლო თეთრ გვირილებში
თავზე მოწნული თეთრი გვირგვინით,
ღრუბლებს უმზირო ნაზსა და ფაფუკს
და ფიქრით გავხდე მისი ნაწილი.

შემოვივლიდი მთასა და მდელოს,
მწყურვალთან წვიმის წვეთს დავაფრქვევდი,
ბებერ მუხასთან დავიჩოქებდი
და ცივ ნიავს არ მივაკარებდი.

ვესტუმრებოდი ირემს დარდიანს
და ლაღი მთისკენ გავაქანებდი,
ბულბულის ტკბილ ხმით გარინდებული
ასკილის ბუჩქთან დავაღამებდი.

ამ საოცარი ხედვების შემდეგ
რიალობაშიც დავბრუნდებოდი,
შევძლებდი მეტად გამეგო მისთვის
ვინც ტკბილ ფიქრების ფასი არ იცის.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →