შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სიკეთე გაეცი უხვად

დარდიანს იმედის სიტყვას თუ არ ჩუქნი
როგორ გაქვს სინდისი სუფთა.
მშიერს თუ პურისთვის ხურდას არ გაუწვდი
მაშინ ხარ უგრძნობი, გულქვა.

შენ თავზე ფიქრისას სხვას თუ აზიანებ
ნუ შეჭამ ცოდვიან ლუკმას,
მადლს ქვეყად უსულო ღრუბელიც აპკურებს,
წვეთ წვეთად დანამავს მწყურვალს.

არასდროს დათვალო ვისთვის რა აკეთე,
ნურასდროს აირჩევ მრუდ გზას,
სხვასაც ის უსურვე რაც შენთვის ისურვო,
სიკეთე გაეცი უხვად.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →