ჩანაწერი
Laravel
მშობლიური განცდა
ამ მთებზე ლამაზ მთებს ვერ ნახავთ,
ვერ ნახავთ, ვერ ნახავთ ვერსად,
ჩემია ეს მწვანე სერები,
ჩემია ეს ლურჯი ზეცა.
ყველა გზა, ყველა ხე ნაცნობი,
თითქოს გავზრდილვართო ერთად,
ჭრელ-ჭრელი მინდვრები მიწვევენ
ყვავილებს მჩუქნიან ფერადს.
ამ ხედზე წარმტაცი ხედები,
ვიცი, რომ არსებობს ქვეყნად,
მაგრამ აქ ჩემია ბალახიც,
მიწაც და ჩანჩქერთა დენაც.
მშობლიურ განცდაზე ლამაზი,
არსებობს ამქვეყნად ნეტავ?
ჩემია ეს მწვანე სერები,
ჩემია ეს ლურჯი ზეცა.
თამარ გელაშვილი
ვერ ნახავთ, ვერ ნახავთ ვერსად,
ჩემია ეს მწვანე სერები,
ჩემია ეს ლურჯი ზეცა.
ყველა გზა, ყველა ხე ნაცნობი,
თითქოს გავზრდილვართო ერთად,
ჭრელ-ჭრელი მინდვრები მიწვევენ
ყვავილებს მჩუქნიან ფერადს.
ამ ხედზე წარმტაცი ხედები,
ვიცი, რომ არსებობს ქვეყნად,
მაგრამ აქ ჩემია ბალახიც,
მიწაც და ჩანჩქერთა დენაც.
მშობლიურ განცდაზე ლამაზი,
არსებობს ამქვეყნად ნეტავ?
ჩემია ეს მწვანე სერები,
ჩემია ეს ლურჯი ზეცა.
თამარ გელაშვილი
Laravel
კომენტარი
0