შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ახალი წელი იმერეთში

როცა მოდის შემოლოცვა ახალი წლის
სახლის უფროსს მისია აქვს ძალზე დიდი,
ფრთხილად უვლის ეზო-ყურეს, მარან-საბძელს,
სანთლითა და თვით ნამზადი ტკბილეულით.

გოზინაყი, ჩურჩხელა და ტკბილი კვერი,
ყველას უნდა სიხარულით დაურიგოს,
ადღეგრძელოს სახლი, ეზო, ფუძე-ჭერი,
ბედნიერი წელი ყველას დაულოცოს.

საახალწლო სუფრის ირგვლივ შეკრებილებს
პური თაფლით ყველას უნდა დაურიგოს,
შემოიდგას სანაქებო დოქი ღვინის
და სუფრაზე სადღეგრძელოც გააჟღეროს.

სურვილების ასრულების წელი დგება,
ღიმილი და სიხარული გავიმეტოთ,
კურთხეული ეს ახალი წელიწადი
ასე ერთად, ბედნიერად დავიბედოთ.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →