შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

საახალწლოდ მზადება

საახალწლოდ ვემზადებით,
ნაძვის ხეს ვრთავთ სახლში ყველა,
ზოგს წვიმებით მორთვა გვერგო,
ზოგს ბურთების დამაგრება.

ასე ერთად მოვრთეთ კოხტად,
საახალწლოდ ჩვენი ნაძვი,
ახლა დროა რომ დავწეროთ
სურვილების ჩვენ ბარათი.

როცა ნაძვი გავაბრწყინეთ
და ბარათის მოვრჩით წერას,
სუფრისათვის მოვიცალეთ
და გავშალეთ ერთად ყველამ.

საახალწლო ტკბილეულით
სუფრა ისე გავამზადეთ,
არ მინდა რომ ხელი ვახლო,
მაგრამ ვგრძნობ რომ ვეღარ გავძლებ.

მალე მეკვლეც გვესტუმრება,
ბედნიერად ვხვდებით ერთად,
სიხარულის და ოცნებების
ასრულების წელი დგება.
თამარგელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →