შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

იცხოვრე ისე

იცხოვრე ისე, რომ შენ თავთან იყო მართალი,
შებინდებისას ბინდისფერი ფიქრით არ იყო,
იცხოვრე ისე, რომ სიკეთე სიამედ გექცეს
და ღიმილები დაგხაროდეს სახეს დღის ბოლოს.

იცხოვრე ისე, რომ არ შეგრცხვეს შენი ხვალის დღის,
მშვიდი სინდისი დაახვედრე დილით ალიონს,
იცხოვრე ისე, რომ ცხოვრების ყველა ფურცელმა
შენზე ლამაზი ისტორიის გვერდი დაწეროს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →