შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მამუკა ონაშვილის ხსოვნას

მომღერლის საფლავთან ცრემლი არ დაღვაროთ,
ტაშით და ჰანგებით აუვსეთ სამარე,
სცენაზე მიძღვნილი ვარდებიც ეყოფა,
მას ერთი სანთელი ლოცვის დროს დაუნთეთ.

უბრალოდ იცხოვრა, უბრალო კაცივით,
უბრალოდ სიმღერებს შიგ გულში გვაქსოვდა,
მას ერგო ლამაზი სახელით წასვლა და
სახსოვრად ლამაზი სიმღერა დატოვა.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →