შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ვაზის ქება

ვაზო! ლოცვაში დარგულო,
დიდი მადლი გდევს თანაო.
ზიარებისთვის ქცეულხარ
მკურნალად სულისთანაო.

გძირკვეს და ვერა დაგაკლეს,
სიცოცხლე მოგეძალაო,
მშრომელი კაცის მარჯვენამ
ჩოხის ქვეშ გადაგმალაო.

ყველა მომხვდურის სამიზნევ
რა ზენამ დაგიფარაო?
ვინც კი ურჯულო დაგვესხა
იქვე გიშიშვლა დანაო.

ცრემლის მაგივრად ნაჟურით
სიტკბოს გვიყოფდი თანაო,
სადღეგრძელოსთვის ამშალე,
ლექსისთვის, სიტყვით განაო?

სიტკბოს ბადაგად გვაწვდიდი,
ქვევრს დამღეროდი თანაო,
მრავალ ჟამიერ ხარობდეს
ვინც მუხლი მოგიყარაო.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →