შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

როცა მეშემოდგომება

როცა შემოდგომა კარებს შემოაღებს
ტყეებს ესტუმრება მხატვარი,
ფერებს მიმოურევს ჯადოსნური ფუნჯი,
ფოთლებს აერევათ გზაკვალი.

ისევ დაიღვრება ფერი პალიტრიდან,
ფერი უკვდავების სადარი,
ფუნჯის წვერს მოსწყდება წვეთი ოქროსფერი,
ტილოს დადინდება ცვარნამი.

ხეებს ჭრელაჭრულად მორთავს შემოქმედი,
ფერთა სიხალისით დამტკბარი,
სადღაც ცელქი სიო ფოთლებს ეცეკვება,
სადღაც იბადება ზღაპარი.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →