შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წარსული არასდროს არ რჩება წარსულში

წარსული არასდროს არ რჩება წარსულში,
ის მთელი ცხოვრება კვალდაკვალ მოგყვება,
ის რაც დღეს ფურცლებზე წერტილით დახურე
გულში და ფიქრებში უკვალოდ არ ქრება.

მოგყვება ლამაზი დღეები ღიმილით,
უიღბლო წუთები მათრახსაც გადაგვკრავს,
წარსული დაგხვდება მომავლის საზღვართან
და შენი მომავლის დღეებსაც განსაზღვრავს.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →