შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ეს ცხოვრება ბევრი გულის ტკივილია

ეს ცხოვრება ბევრი გულის ტკივილია,
ხშირად იღებ ტკბილის ნაცვლად მწარეს,
რასაც დასთეს ზოგჯერ იმას ვერ მიიღებ,
მაგრამ მაინც სჯობს სიკეთეს გაჰყვე.

ზოგჯერ კიბეს აღმა უნდა დაეძალო,
ზოგჯერ რაღაც მიგაქანებს თავქვე,
მაგრამ მაინც გულით მწამს რომ ვერასოდეს
უკეთურ გზას ვერ გავყვები გზაზე.

ეს ცხოვრება ფიქრის ღამეს გათევინებს
კარგს და ბოროტს ქვეყნად შენ ვერ დალევ,
მაგრამ არის ის ნათელი ვარსკვლავებიც
შენ ვისთვისაც გეფიქრება კარგზე.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →