შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

მწუხრი

ძნელი იყო უშენობის განცდა,
უშენობამ ჩამომტეხა ფრთები,
დრო გაჩერდა და დამტოვა სადღაც,
სევდიანი მელოდიის ხმებში.

ჩემი გულის გაცივებულ ნაწილს,
დღეს სახელი ჰქვია მხოლოდ შენი,
როგორ მტკივა რეალობის აღქმა,
დღეს ღიმილსაც სევდის ფერი ებრძვის.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →