შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბავშვობის ეზო

მიყვარს ეს ეზო, რადგან ამ ეზოს
ნაფეხურები ატყვია ძველი,
ბაბუს დარგული ნერგი შრიალებს,
ბებოს ლოცვის ხმა აქ ისევ მესმის.

მიყვარს ეს ეზო, ეზო რომელსაც
თბილი დღეები უნახავს ჩვენი,
მამის დარგულ ვაზს ფესვი გაუდგავს,
დედის დარგულ ვარდს სუნი აქვს დედის.

მიყვარს ეს ეზო, რადგან ამ ეზოს
ჟრიამული და ხალისი შვენის,
რადგან ამ ეზოს ყველა კუნჭულში
ჩვენი ბავშვობის წარსული მღერის.
თამარ გელაშვილი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →