ჩანაწერი
Laravel
გულგამოჭმული ხე ცხრაჯვარის გზაზე
მიკვირს, ფეხზე როგორ დგახარ
ხეო, სხეულ დაკორტნილო,
რა ძალა გაქვს რომ შრიალებ
ბედისაგან დაჩაგრულო.
თავს იწონებ სილამაზით
თან სიცოცხლე გეპარება
ხეო გულში დაკოდილო
სიკვდილიც ვერ გეკარება.
რა ღონე გაქვს, ზორბა სხეულს
რა ძალებით იმორჩილებ,
არ გსურს ვინმემ შეიბრალოს
მაგ სხეულის სიდუხჭირე.
შენ სნეულიც ლამაზი ხარ,
ტყეს შრიალით ახმიანებ
და სიცოცხლის ბოლო წუთით
სხვის სიცოცხლეს ამზიანებ.
არ ხარ ბედთან თავ დახრილი,
სიამაყე შენი მხიბლავს,
შენებრ მებრძოლ სულს ვნატრობ და
შენებრ ძლიერ ბრძოლის ჟინსაც.
თამარ გელაშვილი
ხეო, სხეულ დაკორტნილო,
რა ძალა გაქვს რომ შრიალებ
ბედისაგან დაჩაგრულო.
თავს იწონებ სილამაზით
თან სიცოცხლე გეპარება
ხეო გულში დაკოდილო
სიკვდილიც ვერ გეკარება.
რა ღონე გაქვს, ზორბა სხეულს
რა ძალებით იმორჩილებ,
არ გსურს ვინმემ შეიბრალოს
მაგ სხეულის სიდუხჭირე.
შენ სნეულიც ლამაზი ხარ,
ტყეს შრიალით ახმიანებ
და სიცოცხლის ბოლო წუთით
სხვის სიცოცხლეს ამზიანებ.
არ ხარ ბედთან თავ დახრილი,
სიამაყე შენი მხიბლავს,
შენებრ მებრძოლ სულს ვნატრობ და
შენებრ ძლიერ ბრძოლის ჟინსაც.
თამარ გელაშვილი
Laravel
კომენტარი
0